Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა
ambebi.ge
23 June 2017, 13:20
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის განვითარების სკოლის 6 თვის საქმიანობა შეჯამდა. პრეზენტაციისას სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

პრეზენტაციას ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩატარებული ბოლო ტრენინგის „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ მონაწილეები ესწრებოდნენ. მათ დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარის რეკლამირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე და ტურიზმის განვითარებაში რეკლამის როლზე ესაუბრა. შეხვედრის ბოლოს თავმჯდომარემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა. წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.


წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი